ტელესკოპის 7 უპირატესობა ტურისტულ ბიზნესში:

შესავალი

ტურისტული ბიზნესის წარმატების გზა, კრეატიულ იდეებზე გადის. როდესაც განსხვავებულ და იშვიათ სერვისს სთავაზობ სტუმარს — იქ იწყება ტურისტების ნამდვილი თავგადასავალი… 

  • ბოლო დროს ტელესკოპს, უფრო და უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ტურისტული ბიზნესი.
  • ტელესკოპი არა მხოლოდ ლამაზი და უცხო ნივთია, არამედ მუდმივად გეხმარებათ სტუმრების ნაკადის გაზრდაში.

    მივედით მთავარ კითხვასთან:
    რას მომიტანს ტელესკოპი ბიზნესში?


1. ბაზარზე გამორჩეულობა

ბაზარზე გამორჩეულობა ბიზნესის წარმატების საწინდარია. როდესაც ტურისტები ირჩევენ, სად გაჩერდნენ, ისინი ადარებენ მომსახურებას, ფასებს და გამოცდილებას. ტელესკოპი გაძლევს  განსხვავებულ სერვისებს, რომელიც გამოგარჩევს კონკურენტებისგან.

სანამ სხვები მხოლოდ საცურაო აუზებსა და საუზმეებზე საუბრობენ, შენ სთავაზობ სტუმრებს, კიდევ სხვა შესაძლებლობას – მოგზაურობას მთვარეზე, მარსზე, სატურნის რგოლებზე, იუპიტერზე, ვენერაზე, მყინვარწვერებზე და ა.შ.  ასეთ დროს, ვის აირჩევს თქვენი აზრით ტურისტი? 🙂

2. Booking, Airbnb ,Google, Facebook-ზე შეფასებების და ჯავშნების ზრდა.

ტურისტების ის სეგმენტი, რომელიც ბუნებასთან კავშირით ტკბება, მათი 100% მონუსხული რჩება ტელესკოპში გახედვისას. ადამიანების უმრავლესობას არასდროს უნახავს სხვა პლანეტები არ უნახავთ მყინვარწვერები ახლოდან.

როდესაც პირველად, თქვენი სასტუმროდან დაინახავენ კოსმოსს “ახლო კადრში”, ეს მათში იწვევს დიდ ემოციას, რომელიც აისახება ონლაინ შეფასებებში და დადებით კომენტარებში Booking-ზე, Airbnb-ზე, Google-ზე, Facebook-ზე.

თანამედროვე მოგზაურები, უფრო მეტად ენდობიან ონლაინ შეფასებებს, ვიდრე ნებისმიერ სარეკლამო მასალას. როდესაც სტუმარი ემოციურად აღწერს, როგორ დაათვალიერა ღამის ცა თქვენითან. ეს პირდაპირ აისახება ჯავშნების გაზრდილ რაოდენობაზე.

“გაოცებული ვარ! პირველად ვნახე მთვარის კრატერები საკუთარი თვალით!” – ასეთი შეფასებები არა მხოლოდ 5 ვარსკვლავს გიმატებთ, არამედ იზიდავს ახალ სტუმრებსაც.

ტელესკოპი არის, არა მხოლოდ დამატებითი სერვისი, არამედ მარკეტინგული ინსტრუმენტი, რომელიც მუშაობს თქვენი შეფასებების გაზრდაზე ონლაინ პლატფორმებზე და გიზრდით ჯავშნებს.

3. მეტი დრო შენს სივრცეში  =  მეტ შემოსავალს

სტუმრები ტელესკოპის გამო საღამოობით რჩებიან სასტუმროს ეზოში ან ტერასაზე. ეს ნიშნავს დამატებით საათებს, როდესაც იყენებენ შენს ბარს და კაფეს. ის შეუკვეთავს სასმელს, დესერტს, წასახემსებელს…

გარდა ამისა, სტუმრებს, რომლებიც ტელესკოპით ტკბებიან, ნაკლებად უნდებათ სხვა ადგილებში წასვლა და  უფრო მეტად ითვისებენ თქვენი ობიექტის სრულ სერვისს.

სტუმრის მიერ გატარებული თითოეული დამატებითი წუთი, გაძლევთ შესაძლებლობას, გაზარდოთ გაყიდვები.

4. არასეზონურობის პრობლემის დაძლევა.

ტელესკოპი გაძლევთ შესაძლებლობას, შექმნათ სტუმრების მოზიდვის კამპანიები არასეზონურ პერიოდში.

ასტრონომიული მოვლენები, პლანეტების ერთ ზოლზე განლაგება, ხშირად ემთხვევა ტურისტულად “მკვდარ” პერიოდებს. თუ აწარმოებთ არსებული მომხმარებლების ბაზას, შეგიძლიათ როგორც მათ, ისე ახალ მომხმარებლებს შეატყობინოთ, მოსალოდნელი ასტონომიული მოვლენის შესახებ და გააგრძელოთ მათი მასპინძლობა.

პლანეტების, ვარსკვლავების, მთვარის დათვალიერება, წლის ნებისმიერ დროს ხომ არის შესაძლებელი?!

5. ბავშვები + ტელესკოპი = ერთგული ოჯახები

ვინც ბავშვებთან ერთად მოგზაურობს, ტელესკოპი ჯავშნის  განმსაზღვრელი ფაქტორია!
ყველა ბავშვი გიჟდება კოსმოსზე – ეს ფაქტია. 

ასეთ დროს, ტელესკოპს მშობლისთვის ორმაგი დატვირთვა აქვს: 1) შვილები თავს ანებებენ გაჯეტებს და დროს ატარებენ ტელესკოპთან და 2) იწყება ბავშვების თავგადასავალი კოსმოსში, რომელიც ყოველთვის რჩება საუკეთესო მოგონებად ბავშვებში.

ბავშვები, რომლებიც ერთხელ გამოცდიან ამ ყველაფერს, დავიწყების საშუალებას არ აძლევენ მშობლებს. წლის განმავლობაში ახსენებენ იმ საღამოებს, როდესაც ათვალიერებდნენ კოსმოსს. ამ მოგონებებით, ეს ოჯახები იქცევიან თქვენს ერთგულ სტუმრებად და დაგიბრუნდებიან მომავალშიც.

6. “ასტრონომიული ნომერი” — PREMIUM შემოსავალი


ტელესკოპით, შენ უკვე შეძლებ კონკრეტული კოტეჯის ან ნომრის გამოყოფას: “PREMIUM სერვისი  PREMIUM სეგმენტისთვის!”

წარმოიდგინეთ კოტეჯი/სასტუმროს ან გლემპინგის ნომერი სახელად მაგ. “გალაქტიკა”, სადაც სტუმრებს პირად სივრცეში ექნებათ წვდომა ტელესკოპზე. ასეთ ნომერს ექნება საუკეთესო ხედი თქვენს ლოკაციაზე.

ეს შესაძლებლობას მოგცემთ, განათავსოთ “განსაკუთრებული სერვისი”, რაც იზიდავს სპეციფიკურ სეგმენტს. ისინი მზადა არიან გადაიხადონ PREMIUM ფასი განსხვავებული შთაბეჭდილებისთვის.

ასეთ ნომრებს +20% ან +25%-ით მაღალ ფასში გააქირავებთ.


7. მარკეტინგული აქციები – “SALE”.

“SALE” ერთ-ერთი მარკეტინგული ინსტურმენტია გაყიდვების გასაზრდელად.
თქვენ თუ ტელესკოპით აღჭურვილ ნომერს, აქირავებთ Premium ფასად, ასეთ ნომერზე მარტივად შეგეძლებათ გაავრცელოთ “SALE” პირობითად. -20 %-ი.

  •  არ გექნებათ რეალური ხარჯი “SALE”-ზე.
  • უხარჯოდ გაზრდით სტუმრების ნაკადს.



და ბოლოს:

სწორ ინვესტიციას, ყოველთვის მოაქვს წარმატება!

თუ თვლი რომ ტელესკოპი სწორი ინვესტიცია იქნებოდა შენი სასტუმროსთვის,   ნუ გადადებ  შენს წარმატებას…

იმოქმედე დღესვე!

Leave a Reply